წერეთლის საჯარო სკოლაში მშვიდობის დღე აღნიშნეს
09-10-2018

მარნეულის, წერეთლის საჯარო სკოლის სომხური სექტორის IX-X კლასებში, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაკვეთილი - „მშვიდობა და მისი მნიშვნელობა“ ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მშვიდობის თემაზე საკუთარი მოსაზრებები ფერად ფურცლებზე დაწერეს და დაფაზე დახატულ „მშვიდობის ხეზე“ მიაკრეს.

სამოქალაქო კლუბის - „ძალა ერთობაშია“ წევრებმა კი - მშვიდობის სიმბოლოს, მტრედის გამოსახულებები დაბეჭდეს, უმცროსკლასელებს დაურიგეს და მათ გაფერადებაში დაეხმარნენ.

21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1981 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა და ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203