ყვარლის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს
09-10-2018

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

II კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დახმარებით, ფერადი ქაღალდებით მიკროფონები დაამზადეს, ჟურნალისტის როლი მოირგეს და მათ მიერვე მოფიქრებული კითხვებით სკოლის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს ინტერვიუ ჩამოართვეს.

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203