თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პედაგოგებს სასიამოვნო საღამო მოუწყვეს
09-10-2018
თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითთმართველობის მიერ მასწავლებლის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მონაწილეებმა პედაგოგებს სასიამოვნო საღამო მოუწყვეს, დასასრულს კი ტორტი გაჭრეს. 

ამავდროულად, აღსანიშნია, რომ სკოლას წელს ხუთი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

ესენი გახლავთ: ლუიზა შარაშიძე, გიული მიქელაძე, თამილა ბოლქვაძე, ცისანა ქამადაძე და ნაზიკო აკვაზბა.   

სკოლაში სულ 23 მასწავლებელია, აქედან 13 კი - უფროსი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203