გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
09-10-2018
გოგოლესუბნის საჯარო სკოლის V-VI-IX კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ექსკურსიას მასწავლებლები - შორენა ჟღენტი, მაია გოგიბერიძე, ნათია ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ექსკურსიის მარშრუტი იყო - ჩოხატაური-სენაკი-ჩოხატაური. სკოლის აღსაზრდელებმა ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, ნოქალაქევის თერმული წყლები და სოფელი ძველი სენაკი ნახეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტი მოიცავდა ისტორიის, გეოგრაფიის, ბუნებისა და ხელოვნების ინტეგრირებას და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის გამომუშავებას, ინტერესის გაღვივებას, მოტივაციის ამაღლებას, ჯგუფური მუშაობის, დაგეგმვის უნარების განვითარებას და „საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბებას.

მოსწავლეები მონაწილეობდნენ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში, აღნუსხეს და აღწერეს ნაპოვნი ნივთები და არქეოლოგთა მუშაობის ფორმებისა და მეთოდების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ისინი ასევე დასაჩუქრდნენ  „ნორჩი არქეოლოგის დიპლომით“ და არქეოლოგის საველე დღიურებით.

გიდის საშუალებით ადგილზე გაეცვნენ საქართველოს უძველესი ქალაქის ისტორიას. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე აქტივობა - „საინტერესო ამბების კიდობანი“  ჩატარდა. გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციის მფლობელები და რომელთაც სიგელები გადაეცათ.

მოსწავლეებმა სოფელ ნოქალაქევში თერმული წყლები ნახეს, პედაგოგი მაია გოგიბერიძე ბავშვებს თერმული წყლის წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა ასევე ნახეს ძველი სენაკის 800-წლოვანი ჭადარი. 

მოსწავლეთა თქმით, დღემ, საინტერესოდ და ემოციურად ჩაიარა.

გოგოლესუბნის საჯარო სკოლა ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებს  მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203