ბარდნალის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე სალომე ომანაძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
09-10-2018
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სალომე ომანაძე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააჯილდოვა. სალომე ომანაძეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. სკოლის დირექცია და პედაგოგები აღსაზრდელს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იხილეთ ფოტოები