ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის აღსაზრდელებმა მასწავლებელთა დღე აღნიშნეს
09-10-2018
5 ოქტომბერს ქალაქ ვანის საზოგადოება მასწავლებელთა დღეს აღნიშნავდა. საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებს საზეიმო ღონისძიების გახსნა და დახურვა ხვდათ წილად.
ღონისძიებაზე მოსწავლეთა სიმღერის გუნდმა იმღერა.
მათთან ერთად კოლეგებს მიულოცეს ეს დღე გიმნაზიის პედაგოგებმა: მზია თავაძემ, დარეჯან სოსელიამ და ნუნუკა ჭაფოძემ.
„გიმნაზიის მგალობელთა და მომღერალთა გუნდი ყველგან და ყოველთვის გამორჩეულია. ეს გახლავთ ციცინო მჟავანაძის დამსახურება, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს საამისოდ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.