ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ კონკურსში გაიმარჯვეს
09-10-2018
ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარნეულის ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს.
მათ მოგებული 675 ლარით შეიძინეს სპორტული ინვენტარი და საჩუქრად გადასცეს სკოლას.
„მოსწავლეთა ინიციატივა მისაბაძია სპორტის სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციისა და მცირებიუჯეტიანი სკოლის ფინანსების დაზოგვის საქმეში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, სპორტის მასწავლებლის ნოდარ კახაძისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში დაინერგა დილის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშების პრაქტიკა, რომელშიც სკოლის პედკოლექტივი, თანამშრომლები და მშობლებიც აქტიურად ჩაერთვებიან.