მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონმა“ დააჯილდოვა.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლისთვის სერთიფიკატები თამარ ჯაფარიძეს, მათე ქურდიანს, ნინო ნაკანს, ლიზი ჯაფარიძეს და თათია ჯაფარიძეს გადაეცათ.
მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი გულედანი კი მეორე ტურში მე-2 ადგილზე გასვლისთვის დიპლომით დაჯილდოვდა. დიპლომი გადაეცა ასევე მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ნავრიანს, რომელიც მე-9 ადგილზე გავიდა.
„მადლობა საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" შემოქმედებით გუნდს იმისათვის რომ ზრუნავთ საქართველოს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები