ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნაზე ყოველდღიურად ზრუნავენ
09-10-2018
ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის პედაგოგი ირმა კიკნაძე და ხელოვნების მასწავლებელი მაია მეცხვარიშვილი მოსწავლეების სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლების სწავლის მოტივაციის ამაღლებისა და ერთმანეთის მიმართ ჯანსაღი და პატივისცემაზე  დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით, პედაგოგები ყოველ დღე ახალ-ახალ აქტივიბებს ატარებენ.

ამჯერად პედაგოგებმა, მოსწავლებთან ერთად, კედელზე „ჯადოსნური სიტყვების ტომარა“ გააკრეს და აღსაზრდელებს თავაზიან საუბარს ორიგინალურად ასწავლიან.

პედაგოგების თქმით, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ბოდიში“, „ნახვამდის“, „მადლობა“,„უკაცრავად“, „ინებეთ“ და ა.შ. „ჯადოსნური" სიტყვებია და ბავშვი დაწყებით კლასებშივე უნდა მიეჩვიოს ამ სიტყვების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203