საყუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ მიულოცა.
რესურსცენტრის უფროსი სკოლას ეწვია და მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
იგი ასევე სპორტის ფარგლებში დაგეგმილ თავისუფალ გაკვეთილს დაესწრო, აქტივობა დადებითად შეაფასა და მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ხათუნა ხმალაძემ, ასევე წარმატება მიულოცა პედაგოგებს, რომელთაც წელს სტატუსი აიმაღლეს.
„მისი უშუალო, თბილი დამოკიდებულება პედაგოგებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. განსაკუთრებით დამწყებ მასწავლებელს, ლელა გელაშვილს მიულოცა პროფესიული დღე. მან გაიზიარა პედაგოგიური კოლექტივის დიდი სიხარული - წელს ხუთმა პედაგოგმა შეიცვალა სტატუსი. თითოეული მასწავლებელი მადლიერია სიმბოლური საჩუქრებისა და ყურადღებისათვის. პედკოლექტივი ხათუნა ხმალაძეს დიდ მადლობას უხდის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები