მესხეთის სკოლის უფროსკლასელებმა მოაწყვეს საახალწლო კარაოკე კონკურსი.
შეიქმნა ჯგუფები. თითოეულმა ჯგუფმა შეასრულა ქართული, ინგლისური, რუსული საახალწლო კარაოკე სიმღერები.
ასევე ერთ-ერთი დავალება იყო ცეკვა.
კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართული მასწავლებლებიც. მონაწილეებს აფასებდა ჟიური.
დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, კონკურსი იყო სახალისო და მხიარული.