თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლემ ძიუდოს მსოფლიო თასის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა
09-10-2018
თბილისის N45 საჯარო სკოლის XII ბ კლასის მოსწავლე გოგა ჭანკვეტაძემ პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო თასის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო.
გოგა ჭანკვეტაძემ 18 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოში ოქროს მედლით დაბრუნდა.
თბილისის N45 საჯარო სკოლა მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.