თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს სიურპრიზი მოუწყვეს
თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ და მოსწავლეება პედაგოგებს პროფესიული დღე მასშტაბური ღონისძიებით მიულოცეს.
ღონისძიება სკოლის დირექტორმა, პედაგოგების - ელზა ლაბაძის, ნანა ზურებიანის და ფიქია გოდერძიშვილის დახმარებით განახორციელა.
სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი მასწავლებლების პორტრეტები დახატეს და სკოლაში გამოფინეს. სკოლის დირექციამ კი მასწავლებლებს პროფესიული დღე ყვავილებით და საზეიმო ტორტით მიულოცა.
ღონისძიების ბოლოს კი, 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში ნაძვი დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებისთვის ღონისძიება სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ ემოციები სოციალურ ქსელში გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები