ბევრი ღიმილი და ოვაცია - Izrune.ge-ს ინოვაციებს თბილისის N107 საჯარო სკოლაში გამორჩეულად შეხვდნენ
09-10-2018
ინოცავიური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს დიდ ოჯახს თბილისის N107 საჯარო სკოლა უერთდება.

ლიდერი დირექტორის, მარინე დემეტრაშვილის ინიციატივით, სკოლას თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა და გამორჩეულ პედაგოგებს, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებსა და წარმატებაზე ორიენტირებულ მოსწავლეებს Izrune.ge პირდაპირ რეჟიმში გააცნო.

აუდიტორია დიდი ინტერესითა და ოვაციებით შეხვდა ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს გამაერთიანებელ შემეცნებით და წამახალისებელ მიდგომებს. მშობელთა დიდი მოწონება დაიმსახურა პროექტის ყველასათვის ხელმისაწვდომობამ და ინოვაციებში თბილისის N107 საჯარო სკოლის აქტიურმა ჩართულობამ.

მარინე დემეტრაშვილმა თავის გუნდთან ერთად Izrune.ge- ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სკოლას ამ დიდი ოჯახის საპატიო წევრობა მიულოცა.

შეხვედრაზევე გაჟღერდა უპრეცენდენტო ინიციატივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203