თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
10-10-2018
მარნეულის, თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა ჯვრის მონასტერი, სამთავისის ეკლესია და უფლისციხე დაათვალიერეს. საღამოს კი რიყის პარკში გაისეირნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსიას საწავლო-შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა. 

„მოსწავლეებმა შეიძინეს ახალი ინფორმაცია და გაიღრმავეს ცოდნა არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით. ექსკურსია იყო მრავალფეროვანი და სახალისო. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი, აქტიურად აკვირდებოდნენ გარემოს და ინტერესით ეცნობოდნენ ქართული კულტურის ძეგლებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203