სასკოლო ოლიმპიადები ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. მასში მონაწილეობა, გარკვეული წარმატებების მიღწევა და სხვადასხვა სახის წახალისება საგრძნობლად ზრდის მათ მოტივაციას, დაინტერესებას სხვადასხვა საგნისადმი და აძლევს სტიმულს სამომავლოდ უკეთესი შედეგების მისაღწევად.
ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ოლიმპიადებში და ყოველწლიურად საპრიზო ადგილების მოპოვებით ახარებენ სკოლის პედაგოგებს.
სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ ალიკა კურტანიძემ წელსაც ასახელა საკუთარი სკოლა. მან ევერესტის ოლიმპადის ზამთრის სეზონზე თავის ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს მასშტაბით მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა და გახდა ვერცხლის მედლის, lenovo tab 3 პლანშეტის და საქართველოში რობოტექნიკის, ელექტრონიკის და პროგრამების ცენტრის სასაჩუქრე აბონემენტის მფლობელი.
გოგა ასკურავას ინგლისური ენის შემსწავლელმა ცენტრმა ალიკა კურტანიძე დააჯილდოვა უფასო ერთთვიან სწავლებაზე აღნიშნულ ცენტრში, losti ბავშვთა და მოზარდთა გასართობმა ცენტრმა კი ინდივიდუალური თამაშით 5 ბავშვზე.
სკოლა ულოცავს ალიკა კურტანიძეს მიღწეულ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.