ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის საჯარო სკოლაში 34 უფროსი და 1 წამყვანი პედაგოგია დასაქმებული.
პედაგოგები მუდმივად ცდილობენ სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზონ მოსწავლეებს სასწავლო პროცესში, რაც მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.
მათემატიკის პედაგოგმა ნელი გელაშვილმა ჯგუფური სამუშაო სახალისო აქტივობებით დაგეგმა.
მოსწავლეებს დაურიგდათ დავალების ბარათები, მანიპულატივები, რამაც უზრუნველყო საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა.
გარდა ამისა, ჯგუფებს შორის მოეწყო შეჯიბრი, ვინ უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებდა მითითებულ დავალებას.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები