ფშაველის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იასპარეზებს
10-10-2018
თელავის, ფშაველის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - ელენე მაისურაძე და ლიზი ბარხუდანაშვილი „საქართველოს მომავლის აკადემიის“ პროექტის - „იდებატე!“ 2018 წლის შემოდგომის სეზონის თელავის შესარჩევ ტურში წარმატებით მონაწილეობისათვის სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ. სკოლის აღსაზრდელები ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 22-23 დეკემბერს, თბილისში იასპარეზებენ.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. იხილეთ ფოტოები