გალავნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო
10-10-2018
ახალი 2018-19 სასწავლო წელი გალავნის საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლით დაიწყო.
მოსწავლეები ახალი, სპეციალური სასკოლო ფორმებით მივიდნენ სკოლაში.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა.
გალავნის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის დირექტორს ელისაბედ ნადარაშვილს, მის მოადგილეს ლეილა კუპრაძეს და სკოლის მთელ კოლექტივს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.