წარჩინებული მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს პროექტს „ჩემი პირველი კომპიუტერი“.
ამ პროექტის ფარგლებში პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის მეათეკლასელი მოსწავლეები, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები).
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კომპიუტერები გადაეცა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის შვიდ მოსწავლეს (დირექტორი: ნატო ჯანხოთელი, კლასის ხელმძღვანელი: რაისა ლიპარტელიანი).
პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ:
1. ეკატერინე ბენდელიანი
2. ნონა ონიანი
3. მარიამ ლიპარტელიანი
4. ივანე ჯანხოთელი
5. დავით ხვისტანი
6. ლუკა ჩანქსელიანი
7. კახა ქურასბედიანი
იხილეთ ფოტოები