ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ვიქტორინა „ჩემი მრავალფეროვანი ევროპა“ გაიმართა
10-10-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით „ჩემი მრავალფეროვანი ევროპა“.
ვიქტორინაში X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ხუთ-ხუთი მოსწავლისაგან შემდგარმა ოთხმა გუნდმა პირველ ტურში უპასუხა 10 ძირითად კითხვას, ხოლო მეორე ტურში მხოლოდ კაპიტნებმა უპასუხეს 5 ბლიც კითხვას.
ვიქტორინაში გაიმარჯვა მესამე გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: გუნდის კაპიტანი - ლია ივანიძე; გუნდის წევრები - ბელა ზაზაძე, მაკა მაისურაძე, ლუკა ლაზარაშვილი და აჩიკო ზედგინიძე.
სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
ვიქტორინა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრისა და ისტორიის მასწავლებელ სოფო მაისურაძის ორგანიზებით ჩატარდა.