„მასწავლებელი წინამძღვრობს ერს“ - გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
10-10-2018
გეზათის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრებმა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. 

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: ქეთევან ვეკუა, სოფიო ჯიბლაძე, გულისა კიზირია, ირმა ჯიბლაძე და დამრიგებლები: ლოლა ქურასბედიანი, ზაირა რევაზიშვილი, იზაბელა გაბუნია და ირმა ჭანტურია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს სტენდი „მასწავლებელო მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ინგლისურენოვანი გაზეთი „ჩემი მასწავლებელი“. 

5 ოქტომბერს ჩატარდა ღონისძიება, სადაც პირველიდან მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მისასალმებელი სიტყვები და შეასრულეს სიმღერები მასწავლებელზე.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი არჩილ გაბუნია და სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე.

მათ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირმა ჭანტურიამ მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია სკოლის 2018 წლის საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203