აძვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატრიარქის სახელობის საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში გაიმარჯვეს
10-10-2018
აძვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის  სახელობის საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში გაიმარჯვეს.

ფესტივალი „სიკეთის ხე“ ქუთაისში ჩატარდა, რომელშიც ოთხი მოსწავლე: მიხეილ ძულიაშვილი, მარიამ ვარდანაშვილი, დავით ბალამწარაშვილი და მარიამ კორინთელი პირველი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომი აძვის საჯარო სკოლის დირექციას და პედაგოგიურ კოლექტივსაც გადაეცა.      

და ბოლოს, ნომინაციაში „წარმატებული პედაგოგი“ გამარჯვებისათვის ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იზოლდა კორინთელი პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203