სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა საზაფხულო დავალების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
აღნიშნულის სახელწოდება გახლდათ - „გავეცნოთ ვაჟა-ფშაველას პროზაულ ნაწარმოებს“, ხოლო სლოგანად - „ვინც მეტს კითხულობს, მეტი იცის - გახდი წიგნიერი!“ შეირჩა.
პროექტს კლასის დამრიგებელი ნია დათუკიშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წაკითხული მოთხრობებიდან განსაკუთრებული ყურადღება მათთვის გამორჩეულ თხზულებაზე შეაჩერეს, რის მიხედვითაც პრეზენტაცია მოამზადეს.