ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა „სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამაში“ ჩაერთო.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით სკოლამ წარადგინა პროექტი „კინო სკოლაში“, რომლის ფარგლებში მიიღო გრანტი 600 ლარი.
ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სკოლაში ტარდება კინოჩვენებები, სადაც მოსწავლეები დიდი ინტერესით უყურებენ რჩეულ ფილმებს.
„ფილმის დასრულების შემდეგ იმართება დისკუსია, რაც მოსწავლეებისთვის კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდას, კინოხელოვნების ეროვნული, კულტურული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საშუალებით, მოზარდების სააზროვნო და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას ისახავს მიზნად“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტს ხელმძღვანელობს პედაგოგი ირმა გელაძე.
იხილეთ ფოტოები