შუახევის რესურსცენტრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11-10-2018
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპმთპ-ის შუახევის რაიონული საბჭოს მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, ზაზა დავითაძე და სპმთპ-ის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარაიძე ესწრებოდნენ.

სტუმრებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების ფარგლებში სიგელებითა და ბიბლიუსის სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდა 3 წამყვანი და 44 წარმატებული მასწავლებელი, რომლებმაც 2017-2018 სასწავლო წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ყველაზე მეტი აქტივობები განახორციელეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203