თბილისის N118 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-10-2018
თბილისის N118 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპიუტერებით დააჯილდოვა.

სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„ეს ის მომენტია, რომელსაც მოსწავლეები ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. გილოცავთ, სულ მუდამ წარმატების გზით გევლოთ, უამრავ სიხარულს გისურვებთ, სულ ბედნიერი წუთები და წლები ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში, ყველა ოცნება და ჩანაფიქრი აგსრულებოდეთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

წელს საქართველოს მასშტაბით 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203