ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
11-10-2018
ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში ყველა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აქტიურად აღნიშნავენ.  

26 მაისს, საქართველოს დამოუკიებლობის დღე მთელმა სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ქართულ ენაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ღონისძიება ქართული ენის მასწავლებელმა ხათუნა ხითაროვამ მოამზადა. ზეიმი სკოლის ეზოში გაიმართა და მას მოწვეული სტუმრები, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

XII კლასის მოსწავლეებმა კი 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, კლასის დამრიგებლის ელენა წარუკიანის ხელმძღვანელობით, სკოლის დამთავრება აღნიშნეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრებით წარსდგნენ. 

1-ელი კლასის მოსწავლეებმა კი პირველი სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით - „ანბანის გაცილება“ იზეიმეს. ღონისძიებას მასწავლებელი მარია ოზნეციანი ხელმძღვანელობდა. ზეიმს მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

2017-2018 საწავლო წლის ბოლოს VIII და IX კლასის მოსწავლეები ვარძიაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ექსკურსიას ორგანიზება დამრიგებლებმა გეღეციკ ქსპოიანმა და ვალია ბიჩახჩიანმა გაუწიეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203