რუსთავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორთუბნის დედათა მონასტრის ეზოში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდნენ
11-10-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლ ირინა მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ქარელის რაიონში სასასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა ორთუბნის დედათა მონასტერი ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის დამრიგებელმა სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ მონასტრის ეზოში მიმდინარე გაწმენდით და სარესტავრაციო სამუშაოებში.
„ბავშვები ხალისით და დაუღალავად ასრულებდნენ ყველა დავალებას. ასე, რომ ექსკურსია შემეცნებითიც გამოვიდა და სასარგებლოც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები