თელავის N2 საჯარო სკოლა ბიოლოგიის პედაგოგის, მარიამ ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, ნიკო კეცხოველის სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსში აქტიურად ჩაერთო.
სკოლა კონკურსის დაარსების დღიდან მისი უცვლელი მონაწილეა.
მიმდინარე წელსაც პირველადი მონაცემების მიხედვით თელავის N2 საჯარო სკოლა საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზეა.
ამ პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ახორციელებენ აქტივობებს, კვლევებს, გამოკითხვებს, დასუფთავების აქციებს, პროექტებს, თანამშრომლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
„ყოველივე ამის შედეგად მოსწავლეები ხდებიან ემპათიურები, კომუნიკაბელურები, ივითარებენ კვლევის უნარ-ჩვევებს“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსია. იგი 2014 წელს, „ავსტრიის თანამშრომლობა განვითრებისთვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. 4 წლის განმავლობაში მისი პარტნიორი იყო ასზე მეტი სახელმწიფო, კერძო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია.