კარტიკამის საჯარო სკოლაში არდადეგების პერიოდში საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებდა
11-10-2018
კარტიკამის საჯარო სკოლაში არდადეგების პერიოდში საზაფხულო სკოლა - „თავთავი“ ფუნქციონირებდა. საზაფხულო სკოლა 20 ივნისს გაიხსნა და 20 აგვისტომდე მუშაობდა. „თავთავში“ გაწევრიანებული იყო მეხუთე-მეექვსე კლასის 45 მოსწავლე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზაფხულო სკოლის მუშაობაში ქართული ენის მასწავლებელთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის კურსდამთავრებულები - ამჟამად საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და უფროსი კლასის წარჩინებული მოსწავლეები. იხილეთ ფოტოები