თბილისის N94 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ქართული ენის წიგნის ავტორები ესტუმრნენ
11-10-2018
თბილისის N94 საჯარო სკოლის 1გ კლასის მოსწავლეებს ქართული ენის წიგნის ავტორები და გამომცემლობა "დიოგენეს" წარმომადგენლები ესტუმრნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
„შეხვედრა იყო გულთბილი, საინტერესო და მრავლისმომცველი. პატარებმა საკუთარ საოცარ სამყაროში ამოგზაურეს სტუმრები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სახელმძღვანელოს ავტორებმა და გამომცემლობის წარმომადგენლებმა შეხვედრის ორგანიზებისთვის სკოლის დირექტორს, ნინო გახარიას მადლობა გადაუხადეს.