რა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ახალციხის №5 სკოლის წარმატებული მოსწავლეები
06-01-2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების 37 წარჩინებულ მე-10 კლასის მოსწავლეს, ხოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე-11 კლასის მოსწავლეებს, ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, სიმბოლურად სამაგიდო წიგნების კრებული „ქართველები“, „ვეფხისტყაოსანი“ , „ქართული პოეზიის საგანძური“ და ,,ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ გადასცა.


სახელმწიფო ტრადიციულად ყოველ წელს წარმატებულ მოსწავლეებს აჯილდოვებს. 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წარმატებული ბავშვების დაჯილდოება სხვა მოსწავლეებისთვის საუკეთესო მოტივატორია.  

წელს მერიამ წიგნებით დაასაჩუქრა ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები: ნიკა აკოფაშვილი, ნათია მაჭავარიანი, მარიამ გოგალაძე, გიორგი გვრიტიშვილი, ლიკა კაველიძე, ირაკლი დურგლიშვილი, თამარ მოდებაძე, გვანცა ნოზაძე, ცოტნე ტყემალაძე, გვანცა აბუსერიძე, თათია ნოზაძე და ლიკა მაისურაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203