ერგეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ნანა ვარდმანიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა დააჯილდოვა.
მასწავლებელთა კვირეულის ფარგლებში, 8 ოქტომბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, რეგიონის მასშტაბით 32 წარმატებულ და 5 მენტორ პედაგოგთან შეხვედრა გაიმართა.
წარმატებულ პედაგოგებს, მათ შორის ნანა ვარდმანიძეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მისალოცი ბარათები და ფულადი ჯილდო გადასცა.
იხილეთ ფოტოები