2019 წლის ბიუჯეტის პროექტით პედაგოგების ხელფასების მატება არ იგეგმება
11-10-2018
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, პედაგოგების ხელფასების მატება არ იგეგმება. მასწავლებლების ანაზღაურება 250 ლარით 2020 წლიდან გაიზრდება.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ  საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.  

მისი თქმით, ანაზღაურების მატება 2019 წელს მხოლოდ იმ პედაგოგებს შეეხებათ, რომლებიც სერტიფიცირების საშუალებით მასწავლებლის სტატუსს აიმაღლებენ.  

„2019 წელს პედაგოგების ხელფასების მატება, გარდა იმისა, ვინც უფრო მაღალ კატეგორიაში გადავა, დაგეგმილი არ არის. როგორც პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის მიერ უკვე გაჟღერდა, ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა 2020 წლიდან იგეგმება. პედაგოგების ხელფასები დაახლოებით 250 ლარის ოდენობით გაიზრდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203