თბილისის N210 საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობები ხორციელდება
12-10-2018
თბილისის N210 საჯარო სკოლაში სახალისო და საინტერესო აქტივობები ხორციელდება. 

სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საკუთარ მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს. 
 
სკოლის ფოიეში მოულოდნელად რადიო კვანძის საშუალებით ციცია წამალაშვილის ხმა გაისმა -„გილოცავთ ჩვენო აღმზრდელებო...“ 

ცოტა ხანში კლუბის სხვა წევრებიც გამოჩნდნენ და მასწავლებლებს სურვილებით სავსე ბარათები გადასცეს. 

სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედების გამოფენაც მოაწყვეს. 

მათ თავიანთი საყვარელი პერონაჟების მიხედვით ხელნაკეთი თოჯინები დაამზადეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203