იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა უცნობ ადამიანებს საჩუქრები დაურიგეს
06-01-2017

''სიკეთეს არ ითვლიან'' - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეების ერთმა ნაწილმა წინასაახალწლო განწყობა შეუქმნა იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში ხელგამოწვდილი მოწყალებას ითხოვენ. 

ქალაქის მერიის მიერ მოწყობილი ღონისძიების პარალელურად, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეები ტკბილეულს და ხილს უმზადებდნენ უცნობ ადამიანებს.

სიკეთის აქციის მთავარი მონაწილის - სანტას (აბელ სოსელია) მოლოდინში, მხატვრული კითხვის პედაგოგმა რუსუდან ფხაკაძემ, მოსწავლეებმა მარიამ ჯავახაძემ, მაკო რუხაძემ, ნერსე ხურციძემ, ნინო ჯინჭარაძემ, კოტე ჟორჟოლაძემ და ქუთაისში ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის უფროსმა ქალიშვილმა თამუნა იოსელიანმა საახალწლო ნობათი მოამზადეს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203