თეკლათის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს.
მესამეკლასელებმა სკოლის დერეფანში საკუთარი ნამუშევრები და მათ მიერვე ქოთნებში გახარებული ყვავილები გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია მიზნად ისახავდა ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლის გურამ ფოტიდის დახმარებას, რომელსაც სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია.
მოსწავლეთა და მშობელთა ძალისხმევით, მოსწავლის პირად ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხა გადაირიცხა.
იხილეთ ფოტოები