ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 2018-2019 სასწავლო წელი ახალი მიზნებითა და გეგმებით დაიწყეს
12-10-2018
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
მოსწავლეებმა კი სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველი კლასის პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
„ახალი სასწავლო წელი ახალი მიზნებითა და გეგმებით დავიწყეთ, ხალისიანი და მხიარული იყო პირველკლასელთა პირველი დღე სკოლაში, არანაკლებ სასიხარულო იყო ისიც, რომ პირველი კლასის მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.