ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანა ლაშხელი ონიანის „აკვანის“ აუდიოვერსია ჩაწერეს
12-10-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა ლალი მარგიანმა მოსწავლეებს მწერალ ანა ლაშხელი ონიანის მოთხროაბა - „აკვანი“ გააცნო. სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ნაწარმოების აუდიოვერსია ჩაწერეს და ის ახლახან გარდაცვლილი მწერლის ხსოვნას მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ნაწარმოებს საგაკვეთილო პროცესზე კვლავ დაუბრუნდებიან.
მოსწავლეების მიერ გახმოვანებული „აკვანი“ კი „სასკოლო-ლიტერატურაში“- აიტვირთება, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებში შესულ ნაწარმოებებს, სასკოლო განათლებასთან დაკავშირეულ ნაწარმოებებსა და ლექსიკონებს აერთიანებს.
პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ხოჯორნელ მოსწავლეებთან ერთად 300 სიტყვიანი სომხურ-ქართული ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის შექმნაზეც მუშაობს.