რატევანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა წრე ფუნქციონირებს
12-10-2018
რატევანის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ფუნქციონირება დაიწყო სხვადასხვა საგნის წრემ. 

სკოლაში ფუნქციონირებს: 

ქართული ენისა და ლიტერატურის წრე „მკითხველთა წრე“,  მათემატიკის წრე „მათემატიკა - ჩვენი მეგზური“, ისტორიის წრე „არავინ და არაფერია დავიწყებული“, ქიმიის წრე (მოსწავლეები ატარებენ პრაქტიკულ სამუშაოებს და ახდენენ საგანში მიღებული ცოდნის ტრანსფერს), გეოგრაფიის წრე „მწვანე ქვეყანა“ და სამოქალაქო განათლების წრე „მე - აქტიური მოქალაქე“. 

წრეების ფუნქციონირების მიზანია:

ა) მოსწავლეებში  წიგნიერების დონის ამაღლება 
ბ) გააცნობიერონ მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
გ) მოსწავლეები გაეცნონ იმ გმირებს, რომლებიც ეწამნენ და სიცოცხლე შესწირეს მამულს, ენას, სარწმუნოებას, გამოიტანონ დასკვნები და შეაფასონ მათი ქმედებანი 
დ) გამოუმუშავდეთ კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის, თვითშეფასებისა და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების, საკუთარი და გარშემო მყოფების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაცვისათვის ზრუნვის უნარი
ე) პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება გარე სამყაროს მიმართ 
ვ) მოსწავლეებში ამაღლდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203