რუსთავის N9 საჯარო სკოლის მე-9 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი პედაგოგმა ბელა აკობია-ტყემალაძემ ჩაატარა.
გაკვეთილმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
„დაკვირვება და მოდელების შექმნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისას, რაც მოსწავლეებმა წარმატებით გამოიყენეს. უჯრედის გაყოფის შესწავლისას მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ნივთების საშუალებით მათ შექმნეს მიტოზის ფაზების მოდელები. ასეთი სახით მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მოსწავლეებისთვის უფრო ადვილად მისაღები და გასაგებიც აღმოჩნდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები