სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში უჩვეულო გაკვეთილი ჩატარდა
12-10-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის I კლასში მასწავლებელმა ნინელი შანიძემ უჩვეულო და ჯადოსნური გაკვეთილი ჩაატარა. 

პირველკლასელებს კლასში ბურატინო ესტუმრათ, რომელმაც მოსწავლეებს ანბანი მოუტანა. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. 

„მოსწავლეებმა ი და ა ასო-ბგერებს თავისი ადგილი მიუჩინეს. შემდეგ მოქარგეს ასოები, მოაწყვეს გამოფენა, სიმბოლურად „იამ“ ცოდნის გასაღები უსახსოვრა მოსწავლეებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა „იას“ ვარსკვლავი გაუხსნეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203