ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გამოცხადებულ პროექტში „მე ვიცი ჩემი ქალაქის ისტორია“ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გიგა ჭაღალიძემ გაიმარჯვა.
მოსწავლის შესახებ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ნინო ჯაველიძემ
etaloni.ge-ს წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გიგა ხუთი წლის წინათ ჩამოვიდა კახეთიდან, გურიის სიყვარულმა მიაღებინა კონკურში მონაწილეობა. მან ბევრი წაიკითხა, ბევრიც მოიძია ოზურგეთის ისტორიის შესახებ და ამტკიცებს რომ ბევრი რამ გამოსაკვლევი არისო. მას გადაწყვეტილი აქვს ოზურგეთი ფეხით შემოიაროს, ჩაერთოს გურიანთაში არქეოლოგებთან მუშაობაში და საინტერესო ფაქტები მოიძიოს, რომელიც ეხლა მიმდინარეობს.
გიგა მადლობას უხდის პროექტის ავტორს და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ეს პროექტი შეიმუშავეს. გიგამ პროექტის ფარგლებში მოიძია და დაამუშავა შეუდარებელი „კრიმანჭულის“ ისტორია. კრიმანჭული მართლაც გვირგვინია ადამიანის მუსიკალურ ხმათა და ამის გამო შეერქვა მსოფლიოს „მერვე საოცრება“.
გიგი ახლა ალეგრობის დღესასწაულისათვის ემზადება. სიკეთე გადამდებია, გვასწავლის ჩვენი სკოლის დირექტორი ლალი სიჭინავა, სიყვარულიც გადამდებია ასე გვეუბნება კლასის დამრიგებელი მანანა სკამკოჩაიშვილი, სიხარულიც და წარმატებაც გადამდებია ამბობს ნატო მასწავლებელი.
გიგას წინსვლითა და წარმატებით მართლაც გახარებულები ვართ და ვამაყობთ მისით. გვახსენდება გრიგოლ ორბელიანის სადღეგრძელოდან ადგილი: „მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას, ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას“.