ყველაზე ოჯახური, სასკოლო და გამაერთიანებელი - Izrune.ge-ს თბილისის N173 საჯარო სკოლის სახით აქტიური თანამოაზრე ჰყავს
12-10-2018
თბილისის N173 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

გამორჩეულ აუდიტორიას იზრუნეს ტესტები და პორტალის ყველა სიკეთე თავად პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრა სკოლის ლიდერი დირექტორის, ლია თუშურის ინიციატივით გაიმართა. წარმატებულმა მენეჯერმა თავისი სკოლის მოსწავლეებისა და კეთილგონიერი მშობლებისთვის, Etaloni.ge-სთან ერთგული თანამშრომლობით, Izrune.ge-ს ინოვაციურობა ყველასათვის  ხელმისაწვდომი გახადა და დასძინა, რომ პორტალი შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიური ჩართვისა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.

მშობელთა შეფასებით კი, Izrune.ge შვილებთან დაახლოებისა და მათი შესაძლებლობა-მისწრაფებების განსაზღვრის ყველაზე სახალისო, შემეცნებითი და მამოტივირებელი გზაა.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ინოვაციური ტესტები ხალისით აიტაცეს და ყოველი თვის ბოლო კვირა დღისთვის აქტიურად, მეტი წარმატებისა და ოქროს დიპლომების მოსაპოვებლად მოემზადებიან.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203