თბილისის N90 სკოლის მოსწავლეებმა ქართული „ვიკიპედია“ რამდენიმე სტატიით გაამდიდრეს.
სკოლის კლუბის წევრებს ინტერნეტ-ენციკლოპედიაში ინფორმაციის განთავსებაში „ვიკიპედიის“ ახალგაზრდა მოხალისეები დაეხმარნენ.
„ვიკიპედიის“ ახალგაზრდა მოხალისეებმა ნინო თურმანიძემ და ანასტასია ჯღარკავამ სკოლის კლუბის წევრებისთვის პრეზენტაცია ჩაატარეს და მათ ინტერნეტ-ენციკლოპედიის მნიშვნელობაზე, მის სირთულეებსა და მოსალოდნელ გამოწვევებზე ესაუბრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრები დარეგისტრირდნენ ქართულ „ვიკიპედიაში“ და პირველივე დღეს ქართული ინტერნეტ სივრცე რამდენიმე სტატიით გაამდიდრეს.
„გამოიკვეთა და დაიგეგმა შემდგომი მუშაობის კონტურები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები