საქაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში ჩაერთნენ
15-10-2018
საქაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქციაში აქტიურად ერთვებიან.
მოსწავლეები ამჯერად მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობდნენ.
აქცია ქალაქ გორში გაიმართა.
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, ფერადი ბუშტები და ბუკლეტები დაურიგეს მოსახლეობას და მოუყვნენ მათ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. „პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში“, ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც ყოველწლიური დღესასწაული „გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის“. იხილეთ ფოტოები