ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მაზანაშვილი ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
15-10-2018
ზერტის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ მაზანაშვილი ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სკოლის აღსაზდელი (56 კგ) სამბოში 2000-2001 წწ დაბადებულებს შორის ასპარეზობდა.
მარიამი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის ძიუდოს სექციის აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელია ქართლოს პავლიაშვილი.
„მარიამი წარმატებით ასპარეზობს ძიუდოს და სამბოს შეჯიბრებებზე, თუმცა დღევანდელი წარმატება როგორც მისთვის, ისე საზოგადოდ გორის სკოლისათვის მნიშვნელოვანი შედეგია, რადგან დღემდე გოგონას მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არ აუღია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.