თბილისის N122 საჯარო სკოლის მოწაფეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ
15-10-2018
თბილისის N122 საჯარო სკოლის VI-ა, VIII-გ  და XI -ა კლასის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.

აღნიშნული საგანმანათლებლო გამოფენის -„მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“, ფარგლებში ჩატარდა.

მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი ხელნაწერები დაათვალიერეს, ხოლო შემდეგ, მცირე ესეს სახით თავი შოთა რუსთაველის პოემის გმირებად წარმოადგინეს. 

გარდა ამისა, მოწაფეებმა „ვეფხისტყაოსნის“ უნგრელი მხატვრის, მიხაილ ზიჩის მიერ შესრულებული ილუსტრაცია გააცოცხლეს, სადაც შოთა რუსთაველი თამარ მეფეს საკუთარ ნაწარმოებს მიართმევს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203