ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ზეიმით აღნიშნეს
15-10-2018
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ზეიმით აღნიშნეს. კერძოდ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მასწავლებელთა შორის ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი სოფიო ბახსოლიანი დააჯილდოვეს. 

ხოლო ამავე სკოლის მოსწავლემ, მე-4 კლასელმა საბამ საყვარელ პედაგოგებს მასწავლებლის დღე  ლამაზი სტრიქონებით მიულოცა:

„დედასავით მზრუნველი ხართ,
დედასავით გვევლებით,
სიყვარულით დაგიკრიფე,
ეს ფერადი ყვავილები.

ყველა ერთნაირად გიყვართ,
ყველას ერთნაირად უვლით,
ამდენ სითბოს და სიყვარულს,
როგორ იტევს თქვენი გული?

სადაც უნდა დავდიოდე,
თქვენი სახე ყველგან მახსოვს,
მინდა შრომა და ამაგი,
კარგი სწავლით დაგიფასო“.

სკოლის დირექცია ყველა პედაგოგს, მოსწავლეს და მშობელს ამ დღეს ულოცავს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203